მრგვალ ბაღთან აქცია – “არა ჩადებას” იმართება

მრგვალ ბაღთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „არა ჩადებას“ ამ ლოზუნგით გუშინ დაკავებული გიორგი ხერხეულიძის ახლობლები და ოჯახის წევრები მის დაპატიმრებას აპროტესტებენ.

ხერხეულიძე ნარკოტიკული საშუალების შენახვისა და იარაღის ტარების ბრალდებით დააკავეს. ბრალდებული იარაღის ტარების ნაწილში ბრალდებას ეთანხმება, თუმცა არ აღიარებს ნარკოტიკული საშუალებების შენახვას. მისი ახლობლები აცხადებენ, რომ გიორგი ხერხეულიძეს სამართალდამცველებმა ნარკოტიკები ჩაუდეს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთთან საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრი შექმნა
შემდეგი სტატიამკვლელობა გალის რაიონში