“მოღალატეთა” ჯგუფი პრემიერს პასუხობს

საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი, მურმან დუმბაძე ირაკლი ღარიბაშვილს გამოცდილი მჩეველის აყვანას ურჩევს, რადგან თვლის, რომ ყველა ხელისუფალი, რომელიც “მოღალატის” ეპითეტებით მიმართავდა ოპონეტებს, მმართველობას ცუდად ამთავრებდა.
პრემიერ-მინისტრს ტერმინოლოგიას მედეა ვასაძეც უწუნებს.
“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრემიერი ასეთი ტერმინით მიმართავს საკუთარ მოქალაქეებს, პოლიტიკურ ოპონენტებს, ეს არ ვარგა. გამოცდილებით ვეუბნები, რომ ასეთი რამ მთავრდება ძალიან ცუდად. ყველა ხელისუფალმა, რომელიც ამ ეპითეტებით მიმართავდა ხალხს, მმართველობა ძალიან ცუდად დაამთავრა, ზოგიერთი მათგანი საქართველოს ტერიტორიაზეც არ იმყოფება. არ მაქვს სურვილი ისიც მიღმა აღმოჩნდეს. ის უნდა იყოს წარმატებული. დარწმუნებული ვარ, თუ პრემიერი მრჩევლებს აიყვანს ასეთი ტერმინოლიგიისგან გათავისუფლდება”, – განაცხადა ვასაძემ.
მისივე თქმით, პრემიერმა პოლიტიკურ ოპონენტებზე მაქსიმალურად ცივი გონებით უნდა ილაპარაკოს და ბევრი საქმე უნდა აკეთოს. იფიქროს იმაზე, რომ არჩევნები ახლოვდება, ასევე ბევრი უნდა იმუშაოს, რომ დაპირებების შესრულება მოასწროს.
“ირაკლი ღარიბაშვილის ასაკის ბრძოლის გამოცდილება მაქვს პოლიტიკაში. მე ღარიბაშვილი ბრძოლაში არ მინახავს ამიტომ მას ვერ ვუღალატებდი”, – განაცხადა მედეა ვასაძემ.

“ჩემთვის მურმან დუმბაძე, ჯემალ ფუტკარაძე და მედეა ვასაძე ჩვეულებრივი მოღალატეები არიან. აჭარაში ვერავინ ვერ გადააყენებს ხალხის მიერ არჩეულ, დაკომპლექტებულ მთავრობას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ჰოლიდეი ინნ”-ში მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

banner
წინა სტატიაში“ციფრული მაუწყებლობის სააგენტო” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაჩამოვარდნილი A320-ის პილოტს თვითმფრინავის განადგურება ქონდა მიზნად