მოქალაქის „ფეისბუქ“ სტატუსი და რამდენიმე საათში შეცვლილი ურნა-როგორ ითვალისწინებს დავით ნარმანია თანამოქალაქეებისგან მიღებულ მითითებებს?

დავით ნარმანის მოუწევს, გეგი ნიჟარაძე თანამდებობიდან გაათავისუფლოს

11004706_914961558525371_1988728988_n  10961699_914961355192058_149027918_n

 

მოქალაქე გიორგი ყურაშვილმა რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტო გაავრცელა, სადაც ის ქალაქის მერიას, დაზიანებული ქუჩის ურნის შეკეთებისკენ მოუწოდებდა.

აღნიშნული ინფორმაცია და სურათები „თაიმერს“ თავად გიორგი ყურაშვილმა მიაწოდა და დასძინა, რომ ასეთ სწრაფ რეაგირებას თბილისის მერიის და კონკრეტულად მერის, დავით ნარმანიას მხრიდან არ მოელოდა, რამაც სასიამოვნოდ გააოცა.
„ბატონო დავით ნარმანია და თბილისის მერია, სისუფთავისთვის მხოლოდ ჯარიმებით ხალხის დაშინება არ კმარა. ურნებიც საჭიროა“,- ასეთი იყო სტატუსი სოციალურ ქსელში, რომელიც მოქალაქემ თავის გვერდზე დაწერა და ქალაქის მერი და ქალაქის მერიის ოფიციალური გვერდები მონიშნა.
როგორც „თაიმერთან“ საუბარში გიორგი ყურაშვილი ყვება, სტატუსის დაწერიდან რამდენიმე საათში მას თავად მერმა უპასუხა და მისამართის დაზუსტება მოსთხოვა. კიდევ რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ კი ურნა უკვე შეცვლილი და მერისგან მიღებული მადლობაც დახვდა გიორგის სოციალურ ქსელში.
„გიორგი თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე, „თბილსერვის ჯგუფმა“ მოახდინა სათანადო რეაგირება და ურნა უკვე შეცვლილია. მადლობა აქტიურობისთვის“,- აღნიშნულია ქალაქ მერის მიერ გამოგზავნილ პასუხში.

banner
წინა სტატიაშიტყიბულის შახტაში მუშა გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასახეზე გვაქვს სავალუტო კრიზისი, რომელიც შესაძლოა სავალუტო კრახიც იყოს-რომან გოცირიძე