“მოქალაქე” უტა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვას გამორიცხავს

საზოგადოება “მოქალაქე” ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შვილის უტა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვას გამორიცხავს.
განცხადებას ამის შესახებ “მოქალაქე” სოციალურ ქსელ Facebook-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
“ბოლო დღეებში რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა დეზინფორმაცია უტა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო ჩართვის შესახებ, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. საზოგადოება “მოქალაქე” აცხადებს, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას არანაირი საფუძველი არ გააჩნია – უტა ივანიშვილი პოლიტიკაში ჩართვას გამორიცხავს როგორც ამ ეტაპზე, ისე – სამომავლოდ”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ახალი ხელისუფლების პირობებში, სოფლის მეურნებაში 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა
შემდეგი სტატიაეგვიპტის უშიშროების ძალებმა შემთხვევით მექსიკელი ტურისტები დახოცეს