მოტოციკლი, საიდანაც სავარაუდოდ ბესო ხარძიანს ესროლეს, კეკელიძის ქუჩაზე იპოვეს

მოტოციკლი, რომლითაც ბესო ხარძიანის მიმართ გასროლაში სავარაუდო ბრალდებული მოძრაობდა, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზეა ნაპოვნი.
მოტოციკლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ავტოფარეხთან აღმოაჩინეს. ამ დროისთვის ტერიტორია შემოსაზღვრულია და ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. ბესო ხარძიანი მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით თავის, გულმკერდისა და მუცლის მიდამოში გადაუდებელი მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა.
ბიზნესმენი ბესო ხარძიანი კომპლექს “კუს ტბის” მეპატრონე იყო. იგი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს პატიმრობაში იმყოფებოდა.
რამდენიმე ხნის წინ ბესო ხარძიანი აცხადებდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გია უდესიანმა “კუს ტბის” წილში შესვლა მოსთხოვა და უარის შემდეგ მოხდა მისი დაკავება.
ბესო ხარძიანმა “კუს ტბის” ტერიტორიის უკან დაბრუნების მოთხოვნით ახალი ხელისუფლების პირობებში პროკურატურას მიმართა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაცია კამპანიას “დედამიწის საათი” უერთდება
შემდეგი სტატიამეზობლების ინფორმაციით, ბესო ხარძიანის შვილმა სახლთან მოთვალთვალე პირი შენიშნა