მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე თბილისის მერიის დაქვემდებარებაში გადავიდა

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე თბილისის მერიის დაქვემდებარებაში გადავიდა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა გუშინდელ სხდომაზე მიიღეს.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი განმარტა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის იურიდიულ სტატუსზე, დაფინანსებასა და სხვა საკითხებზე განხილვა კიდევ შედგება და ამ საკითხებზე გადაწყვეტილება ამ განხილვის შემდეგ მიიღება.

აქამდე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო.

banner
წინა სტატიაშისასამართლო ივანიშვილის “ჩმორი” გახდა-გიგი უგულავა
შემდეგი სტატიაობამა ევროკავშირს ურჩევს, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არ შეასუსტოს