2015 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით რუსეთში პროდუქტებმა 10,6%-ით მოიმატა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. რუსეთის სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით პროდუქტებზე ფასებმა 25,4%-ით მოიმატა, თევზმა და ზღვის პროდუქტებმა 17,8 %-ით, შაქარმა, ჯემმა, თაფლმა, შოკოლადმა, კანფეტებმა 16,3%-ით.
ცხიმები და კარაქი გაიზარდა 13,2%-ით, პური და პურის პროდუქტები – 11, 6%-ით. ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე 7%-ით გაიზარდა ფასები. ბოსტნეულზე 5,9%-ით, რძის ნაწარმზე 4,1%-ით.
ექსპერტები ფასების გაზრდის ტენდენციას პროგნოზირებენ.