მოსკოვში კინოდოკუმენტალისტი თამარა იაკჟინა დაიკარგა

მოსკოვში რეჟისორ-კინოდოკუმენტალისტი თამარა იაჟკინა დაიკარგა. ამის შესახებ „რუსული გაზეთი“ წერს. ცნობას რეჟისორის მეგობარი მსახიობი ელენე კამბუროვა ავრცელებს. ბოლო წლები კამბუროვა მუშაობდა ფილმზე რომის პაპის იოანე პაველ მეორეს შესახებ, რომლის პრემიერა 2014 წელს გაიმართა.
რეჟისორის შეახებ უკვე ერთი თვეა არავის სმენია არაფერი.
პირველი განგაში რეჟისორის მეგობარმა ინესა კოჩევამ ატეხა, რომელთანაც იაჟკინას ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდა. მან განაცხადა, რომ დოკუმენტალისტი უკვე ორი დღეა მის ზარებს არ პასუხობდა. ძებნას რეჟისორის ბიძაშვილი და მისი მეზობელი შეუერთდნენ, რომელთაც 16 მარტს გაიგეს იაკჟინას გაქრობის შესახებ.
მეზობელს რეჟისორის სახლის გასაღები ჰქონდა. ის მის ბიძაშვილთან ერთად სახლში შევიდა. ქალებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ სახლში იდეალური წესრიგი იყო. კიდევ ერთი უცნაურობა – ყველა ფანჯარა ღია იყო. 21 მარტს მეზობლებმა აღმოაჩიენს, რომ სახლის ყველა ფანჯარა დაკეტილი და ფარდაგადაწეული იყო. მეორე განცხადება სამართალდამცავების სახელზე ამ ფაქტის შემდეგ დაწერეს, თუმცა მათ ამაზე რეაქცია არ ჰქონიათ. ისინი არ დაინტერესებულან დაკარგულის ტელეფონითაც, რომელიც რეჟისორის გაქრობიდან კიდევ სამი დღე მუშაობდა.
28 მარტს იაკჟინას მეზობლემბა აღმოაჩინეს, რომ მისი ბინა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის საიტზე იყო გამოტანილი. მართალია, სართული არასწორად იყო მითითებული, მაგრამ ფოტოებზე ოთახები ადვილი ამოსაცნობი იყო. ამის შესახებ მაშინათვე ოპერატიულად იქნა ცნობა მიწოდებული სამართალდამცავებისთვის. 31 მარტს, როგორც იქნა, რეჟისორის სახლი ძირფესვიანად იქნა გაჩხრეკილი.
დაემთხვა თუ გამიზნულად, ბინა იმავე დღეს მოიხსნა ყიდვა-გაყიდვის საიტიდან, მაგრამ განცხადება რამდენიმე ხანში ისევ გამოჩნდა, მაგრამ უკვე სხვა საიტზე. თამარა იაკჟინას გაქრობიდან 3 კვირა გავიდა. ბინა დღემდე დაულუქავია. სამართალდამცავები, მეგობრის, ინესა კოჩევოის თქმით, დალოდებას ურჩევენ სანამ ბინა გაიყიდება, შემდეგ კი დაიწყებენ გამოძიებას. სისხლის სამართლის საქმე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრული არ არის.

banner
წინა სტატიაშიასე გამოიყურება დღეს სოხუმში თამარ მეფის (ყოფილი ჩანბას) პროსპექტი+(VIDEO)
შემდეგი სტატიაგარდაიცვალა ბულგარეთის ტახტის მემკვიდრე