მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი სერგო ჩიხლაძე დააკავეს

მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი ქართველი სერგო ჩიხლაძე, მეტსახელად “სამტრედსკი” დააკავეს. ამის შესახებ “გაზეტა.რუ” რუსეთის კრიმინალური საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. იგი კარეტნი რიადის ქუჩაზე აიყვანეს. პირადი ჩხრეკის დროს, 31 წლის ე.წ.კანონიერ ქურდს 2 გრამი გაურკვეველი წარმოშობის ნივთიერება აღმოუჩინეს. ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერება ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი აღმოჩნდა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ ყიდვის, შენახვის, გადატანის, წარმოებისა და ფლობის შესახებ.
რუსული მედიის ინფორმაციით, სერგო “სამტრედსკი” ტარიელ ონიანის კლანის წევრია, რომელიც “დედ ჰასანის” მაფიური დაჯგუფების კონკურენტად მიიჩნეოდა.

banner
წინა სტატიაშისემეკ-ში ხვალ “თელასის” ტარიფთან დაკავშირებით წინასწარი საჯარო განხილვა გაიმართება
შემდეგი სტატია„გუშინ ქადაგიძემ გააკეთა განცხადება, რომლის შედეგსაც უკვე ვხედავთ სავალუტო ჯიხურებში“