მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი , იგივე „დავით სვანი“ აიყვანეს (ვიდეო)

„ზურგზე მას ჰქონდა დუბინკის კვალი, დასიებული ქონდა ფეხები“...

, იგივე „დავით სვანი“ აიყვანესგუშინ მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი, იგივე „დავით სვანი“ აიყვანეს. სპეცოპერაცია კრიმინალური ავტორიტეტის დაკავების მიზნით რამდენიმე განყოფილებამ და სპეცრაზმმა ჩაატარა.

ამ დროისთვის დავით გერლიანი მოსკოვში, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დროებითი მოთავსების საკანში იმყოფება და წყდება რუსეთიდან მისი გაძევების საკითხი. წინასწარი ინფორმაციით, მას იძულებით გადმოაფრენენ თბილისში, სადაც, აეროპორტში უკვე ქართველი სამართალდამცველები უნდა დახვდნენ და დააკავონ.

43 წლის “დათო სვანი” წარმოშობით სოხუმიდანაა. ის “ქურდების” ოჯახში ახლობლის გარეშე არაა – მისი სიმამრი, ოჩამჩირელი, 69 წლის ვალტერ ჯეჯეია ასევე, “კანონიერი ქურდია”. “დათო სვანს” “დედ ჰასანის” საწინააღმდეგო კომპანიაში მოიაზრებენ. ის მონაწილეობდა აპრილში, თურქეთში შემდგარ დიდ “სხოდკაში”, სადაც “ანტიდედელებმა”, მათი თქმით, უღირსი პირები სტატუსის გარეშე დატოვეს.

https://youtu.be/_gho6xgkDBQ

banner
წინა სტატიაშირუსეთის საფრთხედ აღიარებული ,,ლაშა რუსტავსკი,, მოსკოვშია…
შემდეგი სტატიაცხოველთა დამცველების პეტიცია საქართველოს პრეზიდენტს