მოსკოვში ბორის ნემცოვის პატივსაცემად სამგლოვიარო მარში იწყება. მოსკოვში ელოდებიან, რომ სამგლოვიარო მარშში ასი ათასამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. მარშის მონაწილეები უკვე იკრიბებიან დედაქალაქში. ისინი 55 წლის ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილზე მივლენ და მომხდარს გააპროტესტებენ. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ხელისუფლებისგან და პუტინისგან მომხდარზე პასუხის გაცემას ელოდებიან.დილიდან მკვლელობის ადგილზე უკვე იმყოფებიან, მოკლული პოლიტიკოსის მეგობრები თანამოაზრეები, მათ ყვავილები მიიტანეს მკვლელობის ადგილზე.
მერიის თანხმობის მიხედვით, მასში მონაწილეობა 50 000-მა ადამიანმა უნდა მიიღოს. ანალოგიური აქციები გაიმართება რუსეთის სხვა ქალაქებშიც. ბორის ნემცოვის სამოქალაქო პანაშვიდი სამშაბათს, 3 მარტს, მოსკოვში, სახაროვის ცენტრში გაიმართება. პანაშვიდი ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე დაიწყება და 14:00 საათამდე გასტანს.რუს ოპოზიციონერს 3 მარტს მოსკოვში, ტროეკუროვსკოეს სასაფლაოზე დაკრძალავენ.