მოსკოვმა და აშშ-მ ერთმანეთს „ატომური პრეტენზიები“ წამოუყენა

მოსკოვმა და აშშ-მ ერთმანეთი ატომური განიარაღების შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.
კონფერენციის პირველი  დღე, რომელიც ატომური იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმებას ეხება, ნიუ-იორკში გაიხსნა და პრეტენზიებით დაიწყო. აშშ-ს გენერალურმა მდივანმა ჯონ კერმა მოსკოვი ბუდაპეშტის მემორანდუმის იგნორირებაში დაადანაშაულა და რუსეთის მხრიდან „აშკარა დარღვევებზე“ ილაპარაკა. რუსეთის დელეგაციამ შემაგებებელი პრეტენზიები წამუყენა აშშ-ს.
„რუსეთის თანამედროვე მიდგომა და ბუდაპეშტის მემორანდუმის იგონორირება შეშფოთებას იწვევს“ – განაცხადა ჯონ კერმა. „რუსეთმა შეთანხმება უნდა შეასრულოს და ევროპასა და აზიაში უსაფრთხოების წყარო უნდა იყოს, ამას კი ის ახლა არღვევს“ – თქვა ჯონ კერმა.
რუსეთს რეაქციისთვის დიდი ხანი არ უცდია. საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღების კონტროლის დეპარტამენტის დირექტორის, მიხაილ ულიანოვის თქმით, რომელიც რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა აღნიშნულ კონფერენციაზე, „რუსეთი ზედმიწევნით ასრულებს შეთანხმებას.“ მან ვაშინგტონი ცალსახად გლობალური და სტაბილური სისტემის ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის, ასევე წამიერი გლობალური თავდასხმის სისტემის განვითარებას და დახვეწაში“ დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა გიორგობიანი: მინისტრობა არ შემოუთავაზებიათ
შემდეგი სტატიაGoogle-მა ე.წ. პატენტის ტროლებს შეუტია