მოსკოვი უკრაინაში შტურმისთვის ემზადება! ამ დროისათვის საზღვარზე 60.000 მდე რუსი ჯარისკაცი და ასეულობით ტექნიკაა მობილიზებული.

მოსკოვი უკრაინაში შტურმისთვის ემზადება! ამ დროისათვის  საზღვარზე 60.000 მდე რუსი ჯარისკაცი და ასეულობით ტექნიკაა მობილიზებული.უკრაინის ფრონტზე ბოლო სამი დღის განმავლობაში სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ექსპერტები უკვე პროგნოზების გაკეთებასაც ერიდებიან. გააფრთებული ბრძოლები მიდის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. დონეცკის ოლქში აეროპორტის მიდამოებში, დასახლებულ პუნქტებში დობალცევოსა და ჩერნუხინოში, ნიკოლაევკაში, ასევე სოფლებთან გრანიტნოე და ორლოვკა-ივანოვკი. ლუგანსკის ოლქში სოფელ კრასნი ოქტიაბრთან და სხვა დასახლებულ პუნქტებში. ყველაზე რთულ სიტუაციაში უკრაინული არმია დობალცევოსთანაა, სადაც ის სამი მხრიდან სეპარატისტების გარემოცვაშია.

მეშვიდე დღეა გააფრთებული ბრძოლები მიდის დონეცკის აეროპორტისათვის, სადაც დღეს სეპარატისტებმა, ცეცხლმტყორცნი დანადგარი ,,ბურატინოც,, მიიტანეს, რომელსაც 500 დან 4500 მეტრის მანძილზე მაღალი წნევის მეშვეობით შეუძლია ირგვლივ ყველაფერი ამოწვას. უკრაინის გენშტაბისა და ფრონტიდან მოსული ინფორმაციის მიხედვით, სეპარატისტებმა ბოლო პერიოდის განმავლობაში დიდძალი საბრძოლო ტექნიკა მიიღეს.

სეპარატისტები უკრანული საჯარისო ფორმირებების წინააღმდეგ იყენებენ ზალპულ რეაქტიულ დანადგარებს, ტანკებს, გრადებს, ნაღმტყორცნებსა და ბოლოს მათ ხელში დონეცკის აეროპორტთან, რუსული ცეცხლმტყორცნი დანადგარი ,,ბურატინოც,, გამოჩნდა.

როგორც “თაიმერისთვის” გახდა ცნობილი მოსკოვი დიდძალი ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის მობილიზებას ახდენს უკრაინის საზღვართან.ამ დროისათვის საზღვარზე 60.000 მდე რუსი ჯარისკაცი და ასეულობით ტექნიკაა მობილიზებული. დღეს რუსი ჯარისკაცებისა და ტანკების დიდი კონცენცენტრაცია დაფიქსირდა გორლოვკაში, სადაც მოსახლეობა პანიკამ მოიცვა და ისინი უკვე ტოვებენ დასახლებულ პუნქტს.

დღესვე ყირიმელი თათრების ლიდერმა, რადას დეპუტატმა მუსტაფა ჯამილევმა, საკუთარ სანდო წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ყირიმში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბალესტიკური რაკეტები შეიტანეს, რომელთაც ბირთვული ქობინების ტარება შეუძლიათ. გამწვავებული სიტუაციის ფონზე, დღეს მინსკის ოთხმხრივი შეხვედრაც ჩაიშალა, სადაც დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტაზე უნდა ემსჯელათ. უფრო ადრე, 15 იანვარს დაგეგმილი უკრაინის კრიზისის მოგვარებისადმი მიძღვნილი ასტანას სამიტიც ჩაიშალა.
ჩაშლილი მოლაპარაკებების, ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენებისა და უკრაიინის საზღვართან მიმდინარე რუსული ძალების კონცენტრაციის მიხედვით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რუსეთი უკრაინაში დიდი შეტევისთვის ემზადება.

როგორც "თაიმერისთვის" გახდა ცნობილი მოსკოვი დიდძალი ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის მობილიზებას ახდენს უკრაინის საზღვართან.ამ დროისათვის საზღვარზე 60.000 მდე რუსი ჯარისკაცი და ასეულობით ტექნიკაა მობილიზებული. დღეს რუსი ჯარისკაცებისა და ტანკების დიდი კონცენცენტრაცია დაფიქსირდა გორლოვკაში, სადაც მოსახლეობა პანიკამ მოიცვა და ისინი უკვე ტოვებენ დასახლებულ პუნქტს.მოსკოვი უკრაინაში შტურმისთვის ემზადება! ამ დროისათვის საზღვარზე 60.000 მდე რუსი ჯარისკაცი და ასეულობით ტექნიკაა მობილიზებული.

 

 

banner
წინა სტატიაშიგუგული მაღრაძე: არ გვინდა შევქმნათ კანონი და ადამიანებმა იფიქრონ როგორ აუარონ მას გვერდი
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: ვისურვებდი, რომ საქმეებზე დაგვეხარჯა მეტი დრო