მოსკოვი სააკაშვილის პოროშენკოს მრჩევლად დანიშვნას უპერსპექტივოს უწოდებს

პეტრე პოროშენკოს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის მრჩევლად დანიშვნის თაობაზე ოფიციალური მოსკოვი უპერსპექტივოს უწოდებს. განცხადება ამის შესახებ ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა, კონსტრანტინე კოსაჩოვმა გააკეთა.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ლოგიკას, საღ აზრსა და ქვეყნის ნაციონალურ ინტერესებს.

“ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რა მდგომარეობამდე მიიყვანა საქართველო ბატონმა სააკაშვილმა. შეგვიძლია გავიხსენოთ მისი მიღწევები საქართველოს შიდა რეფორმირების სფეროში, მაგრამ ის, რომ მან თავისი უგუნური ქმედებებით საბოლოოდ დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და გააფუჭა ურთიერთობა უახლოეს მეზობელთან რუსეთთან, სააკაშვილის სტრატეგიის სრულ მარცხზე მეტყველებს”– განაცხადა კოსაჩოვმა.

banner
წინა სტატიაში“ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი დე ფაქტო ანექსიისაკენ,”- თეა წულუკიანი ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულებაზე
შემდეგი სტატია“საზღვარი არსებობს მხოლოდ რუსეთსა და საქართველოს შორის,”- დავით საგანელიძე