მოსკოვი: ევროპაში დაძაბულ სიტუაციას ნატო ქმნის და არა რუსეთი

მოსკოვი: ევროპაში დაძაბულ სიტუაციას ნატო ქმნის და არა რუსეთი

მოსკოვი: ევროპაში დაძაბულ სიტუაციას ნატო ქმნის და არა რუსეთიბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მაიკლ ფალლონის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ბალტიის ქვეყნები რუსეთის მხრიდან საშიშროებას განიცდიან, დიპლომატიური ეთიკის ფარგლებს სცილდება, განაცხადა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა.
„ეს აბსოლუტურად მოუთმენელი ხასიათი, რომელიც მან გვაჩვენა, რაღაცით აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას გამოსვლას გავდა გასულ წელს, რომელმაც რუსეთი მისი ქვეყნის სამ გამოწვევაში დაასახელა“ – განაცხადა ლუკაშევიჩმა.
მაიკლ ფალლონმა დღეს განაცხადა, რომ ის რეალურად შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთი შეეცდება ბალტიის ქვეყნებში სერიოზული დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.
რუსეთს შეუძლია იგივე ტაქტიკა გამოიყენოს, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში, ასე თვლის ბრიტანელი მინისტრი. ნატო რუსეთის მხრიდან გამოხატული აგრესიებისთვის მზად უნდა იყოს, როგორი ფორმითაც არ უნდა გამოიხატოს ის – ამბობს მინისტრი.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომაგდენლის ცნობით, რეგიონში დაძაბულ სიტუაციას რუსეთი კი არა ნატოს ხელმღძვანელობა ქმნის: „ზუსტად ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან ისმის მუქარები“ განაცხადა ლუკაშევიჩმა და პირობა დადო, რომ რუსეთი ფალონის სიტყვებზე აუცილებლად გააკეთებდა რეაგირებას.
ანალიტიკოსების თქმით, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ ყირიმის ანექცია და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერა იმაზე დიდს ნიშნავს, ვიდრე შესაძლებელია ეს დროებითი კრიზისის გამომწვევი მიზეზი იყოს რუსეთსა და დასავლეთს შორის.
ასეთი რამ ცივი ომის დროს ხდებოდა – ხაზი გაუსვა ბრიტანელმა მინისტრმა. ჟურნალისტების შეკითხვაზე, ხომ არ დადგა რუსეთთან მიმართებაში ცივი ომის პერიოდი, მან უპასუხა: „ეს ახალი ცივი ომი არ არის, რადგან ის საკმაოდ გათბა.“ „ჩვენ ვხედავთ სამხედრო ტექნიკას უკრაინის ტერიტორიაზე, ასევე რუსულ თვითმფრინავებს ლამანშის ცაზე, ჩრდილოეთ ზღვაში რუსულ წყალქვეშა ნავებს. ჩვენ სანქციები უნდა გავაგრძელოთ და ვუთხრათ პუტინს, რომ ის, რასაც ის აკეთებს, ჩვენთვის მიუღებელია და ეს არასასიამოვნო ეკონომიკურ და ფინანსურ შედეგებს გამოიწვევს წლების მანძილზე.“
ნატოს ერთ-ერთი წესდების თანახმად, სადაც გაერთიანებული არიან ევროპის 26 ქვეყანა, ასევე აშშ და კანადა, ნატოს წევრ ერთ ქვეყანაზე თავდასხმა სხვა დანარჩენ ქვეყანაზე თავდასხმას ნიშნავს.
ნატოს შტაბის წარმომადგენლებმა ახლახანს განაცხადეს, რომ რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში თანამედროვე ზენიტური არტილერია გამოიყენა.
გუშინ გაერთიანებული სამეფოს სამხედრო თვითმფრინავები სასწრაფოდ ააფრინეს ორი რუსეული Ту-95-ის დასაჭერად, რომელიც ინგლისის სანაპიროებთან იქნა შემჩნეული.
„თუმცა ამ თვითმფრინავებს ბრიტანეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგროც ექსპერტები ვარაუდობენ, ეს ინციდენტი რუსეთის მხრიდან ძალების დემონსტრირებაა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ აფხაზეთს ვიზებზე შეზღუდვა მოუხსნა
შემდეგი სტატიაპუტინმა პირობა დადო სეპარატისტებზე ზეგავლენა იქონიოს