მოსკოვის აღლუმის სენსაცია: „არმატადან“ „იარსამდე“+foto

9მაისი5რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 9 მაისის აღლუმზე უახლეს რუსელ ტექნიკას წარადგენს. იმის გარდა, რომ ტექნიკას პირველად გაეცნობა ხალხი, ის ასევე უპრეცენდენტო რაოდენობით იქნება წარმოდგენილი.

რამდენიმე ხნის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ 9 მაისს წარმოდგენილი იქნება ტანკი „არმატა“ და ბრონირებული ტექნიკა „კურგანეცი,“ ახლა უკვე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე ოფიციალურად დაიდო. სადაც სააღლუმოდ გამოსაფენი ტექნიკის სრული სია დევს ფოტოებთან ერთად.
ყველაზე დიდი ინტერესი, ალბათ, მაინც „არმატმა“ გამოიწვია. მისი პირველი ფოტოები მარტის ბოლოს გამოჩნდა, როცა აღლუმის რეპეტიციისთვის სპეციალურად გადაყავდათ რკინიგზით.
პირველმა ვიდეომ, რომელიც შემთხვევითმა მძღოლმა გადაიღო და იუთუბზე დადო 23 მარტს, 3,4 მილიონი ნახვა დააგროვა. ახლა ტანკის ფოტო ოფიციალურად არის წარმოდგენილი. თუმცა, მისი კოშკი გადახურულია და არ ჩანს.
„არმატა“, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ახალი თაობის პირველი წარმომადგენელია. ამასთანავე, ეჭვიც გაჩნდა, რომ ასეთი რევოლუციური დიზაინის განხორციელება რუსეთის ელექტრონულ და ოპტიკურ სფეროში ჩამორჩენილობის გამო არარეალურია.
„არმატა“ თანდაპირველად ჩაფიქრებული იყო როგორც პლატფორმა, რომლის საფუძველზეც რამდენიმე მანქანის შექმნა იყო დაგეგმილი.
მძიმე ბრონირებული ტექნიკა კიდევ ერთი საბრძოლო მანქანაა, რომელიც „არმატას“ ბაზაზე შეიქმნა. ის 30 მილიმეტრიანი იარაღის საბრძოლო მოდულით არის შეიარაღებული. საბრძოლო მოდული, მათ შორის საბრძოლო მარაგიც ეკიპაჟისგან სრულიად გამოყოფილია. ის ავტომატიზირებულია და დისტანციურად იმართება.
მძიმე პლატფორმის პარალელურად რუსეთში საშუალო „კურგანეც-25“ დაიგეგმა. მის ბაზაზე სამომავლოდ დაგეგმილია ბრონეტრანორტორი, სახმელეთო საბრძოლო მანქანა, სადაზვერვო საბრძოლო მანქანა, თვითმავალი საარტილერიო მოდელი.
9 მაისს სხვადასხვა სამხედრო მანქანებს შორის მაყურებელი იხილავს ასევე ბრონემანქანა „ტაიფუნ-უ“ -ს, რომელიც პირადი ნაწილების გადასაყვანად არის განკუთვნილი. არლუმზე მისი ორი ვერსია იქნება წარმოდგენილი – „ტაიფუნ-კ“ , რომელიც „კამაზის“
ბაზაზე გაკეთდა და „ტაიფუნ-უ“, რომელიც ურალის ბაზაზეა.
9 მაისს წარმოდგენილი იქნება ასევე „იარსი,“ „ბუმერანგი,“ და სხვა ტექნიკა.

9 მაისი19მაისი29მაისი39მაისი39მაისი59მაისი59მაისი69მაისი7

 

banner
წინა სტატიაშიშალვა აბულაძის და ჩვენებაში ძმის “ფსიქიკურ გადახრებზე” საუბრობს
შემდეგი სტატიარაულ ხაჯიმბა – ქართულმა მხარემ უნდა გაიგოს, რომ წარსულში დაბრუნება არ მოხდება