მოსახლეობის უმრავლესობამ შესაძლოა კომუნალური ვაუჩერი ვეღარ მიიღოს – ენმ

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, თბილისის მერია ვაუჩერების გაცემის ახალ წესზე მუშაობს. როგორც საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სევდია უგრეხელიძე ამბობს, რომ დედაქალაქის მთავრობა აპირებს კომუნალური დახმარება მოუხსნას ყველას, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც სოციალური შემოწმების შედეგად 70 ქულაზე ნაკლები მიიღეს.

„ჩვენი ინფორმაციით, შეტანილი იყო საკითხი კომუნალური სუბსიდირების დაფინანსების წესის თაობაზე. ეს საკითხი იმ ფორმით იყო წარმოდგენილი, რომ ეს კომუნალური დახმარება ესხნებოდა ყველას გარდა მათი, ვისაც 70 ქულაზე ნაკლები ექნებოდა“, – ამბობს უგრეხელიძე.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის პარლამენტმა საბერძნეთისათვის დახმარების ინიციატივას კენჭი უნდა უყაროს
შემდეგი სტატიაზოოპარკის ტენდერთან დაკავშირებით სამი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა