მოსახლეობის თითქმის 700 000-მდე კლება ძირითადად ყოფილი ხელისუფლების მმართველობის შედეგია

პარლამენტიმოსახლეობის თითქმის 700 000-მდე კლება ძირითადად ყოფილი ხელისუფლების მმართველობის შედეგია, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ ჯანდაცვის სექტორში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. ხუნდაძის თქმით, მთავრობის პრიორიტეტია დემოგრაფიული პრობლემების გადაწყვეტა.
“მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, 2002 წელთან შედარებით, მოსახლეობა 15%-ით შემცირდა. მოსახლეობის თითქმის 700 000-მდე კლება ძირითადად ყოფილი ხელისუფლების მმართველობის შედეგია. მე არ მინდა ამას ჩავუღრმავდე, მაგრამ ამის ძირითადი მიზეზები იყო ხელმიუწვდომელი ჯანდაცვა, მძლავრი მიგრაცია, ციხეები”, – განაცხადა ხუნდაძემ.
დიმიტრი ხუნდაძემ ასევე თხოვნით მიმართა ჟურნალისტებს, შემოიარონ საქართველოს რეგიონები და ხალხს მიმართონ კითხვით “რა ღირს ის, რაც უფასოა მათთვის? ყველასათვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, უფასო წიგნები, უფასო ბაღები, უფასო ფაკულტეტები, გაზრდილი სტიპენდიები და პენსიები.
“ის, რაც უფასოა ხალხისთვის, ასობით მილიონი ლარია ბიუჯეტისთვის. მივმართავ მოსახლეობას, ვიცით, რომ ქვეყანაში კერ კიდევ ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ როდესაც ოჯახის შემოსავალზე და გასავალზე ვსაუბრობთ, დავითვალოთ ისიც, რასაც თქვენს ნაცვლად ხარჯავს სახელმწიფო. კარგად გავიაზროთ ის, რაც უფასოა თქვენთვის”, – განაცხადა ხუნდაძემ.
კიდევ ერთი ინიციატივა, რომლითაც ხუნდაძე გამოვიდა, პრემიებზე ცოტა ხნით მაინც უარის თქმაა.

banner
წინა სტატიაშიდემოკრატიული რეფორმების ფუძემდებელი საქართველოში ბიძინა ივანიშვილია-ნუკრი ქანთარია
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური, ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, კომიტეტის სხდომის გამართვის ინიციატივით გამოდის