მოსამართლის შეფასებით, სასამართლოს მიმართ გიგი უგულავას განცხადება არაეთიკურია

სასამართლოს მიმართ გიგი უგულავას განცხადება არაეთიკურია, – ამის შესახებ “ტელეიმედისა” და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძვემ მას შემდეგ განაცხადა, რაც გიგი უგულავას სახაზინო ადვოკატმა მოსამართლისადმი მისი დაცვის ქვეშ მყოფის წერილი სასამართლო სხდომაზე წაიკითხა.
მოსამართლემ მიუთითა, რომ მიუხედავად ყველას ღვაწლისა, ერის, ქვეყნის წინაშე და მიუხედავად ყველას წარსულისა, კანონი ყველასთან მიმართებაში ერთნაირად მოქმედებს.
ამასთან, ლაშა ჩხიკვაძე გამოეხმაურა უგულავას განცხადების იმ ნაწილს, სადაც დედაქალაქის ყოფილი მერი საუბრობს, რომ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დაჩქარებულად გამოტანა სურს პროკურატურას, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელი შეეშალოს.
მოსამართლემ განმარტა, რომ ჯერ არავისთვის არის ცნობილი ამ საქმეზე რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. აქედან გამომდინარე, მისი თქმით ამ ტიპის თემებით მანიპულირება უსუსურია.
რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, ლაშა ჩხიკვაძის თქმით, უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან არანაირ კავშირში არ არის. ასევე, მოსამართლის თქმით, გიგი უგულავა გაურკვევუელი პროტესტის ნიშნად არ ცხადდება სასამართლოზე, რაც მის უფლებას წარმოადგენს და საბოლოო სიტყვის უფლებით სარგებლობა ეკუთვნის და მიეცემა.
გიგი უგულავამ სასამართლოში წარდგენილ წერილში, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე პროკურატურის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. უგულავამ აღნიშნა, რომ პროკურატურას სურს ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი რაც შეიძლება სწრაფად იქნეს მიღებული, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოში უგულავას საჩივარი განიხილება და როდესაც ამ საჩივარზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, გადაწყვეტილებამ გამამტყუნებელი განაჩენის გამო აზრი დაკარგოს.

banner
წინა სტატიაში,,თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან ნიშნავს უარმაზარ შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნისთვის”
შემდეგი სტატია60 ათასი 100 წელზე მეტი ხნის იაპონელი