“მოსამართლე ურთმელიძის დედის წინააღმდეგ საქმე 118-ე მუხლით მიმდინარეობს”, – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტოში ადასტურებენ,  რომ გამოძიება მოსამართლე ლევან ურთმელიძის დედის მდინარა გიორგობიანის წინააღმდეგ მიმდინარებს.

საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლითაა აღძრული, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, გეგმავენ თუ არა ისინი მოსამართლე ურთმელიძის დედის ბრალდებულად ცნობას. თუმცა განაცხადეს, რომ გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით დაიწყო 2014 წლის 7 იანვარს, ანუ მას შემდეგ, დაუყოვნებლივ, როგორც კი შევიდა შეტყობინა მათთან დაჭრის თაობაზე და პოლიცია გამოცხადდა თემქაზე ურთმელიძეების საცხოვრებელ სახლში.

banner
წინა სტატიაშივოლსკი: ამ გუნდის წევრობა პაპუაშვილს ავალებს, რომ გარკვეულწილად გამოხატოს პოლიტიკურად ანგაჟირებული პოზიცია
შემდეგი სტატია“საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გარკვეულ ეჭვებს ბადებს”