“მოსამართლე ურთმელიძემ დღეს საკუთარი სუიციდი განახორციელა”

თამთა მურადაშვილი

„დღეს ვიხილეთ როგორ განახორციელა საკუთარი სუიციდი,“ – ასე შეაფასა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დღევანდელი გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა.

„თამაზ ურთმელიძემ ბეჭედი დაუსვა იმას, რომ ის შევა ისტორიაში როგორც სამარცხვინო მოსამართლე. მან თავდაყირა დააყენა მთელი კანონმდებლობა სასმართლოსი და ეს გადაწყვეტილება არის სრულიად უკანონო. მოსამართლე ურთმელიძე კი ამაზე აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე. უკვე აღარავის ეჭვი არ ეპარება, რომ მიდის ბრძოლა სიტყვის თავისუფლების საწინააღმდეგოდ,“ – აცხადებს თამთა მურადაშვილი.

ადვოკატის განცხადებით, რუსთავი 2 აგრძელებს ბრძოლას და დღევანდელი გადაწყვეტილება ყველა ინსტანციაში გასაჩივრდება.

banner
წინა სტატიაშიურთმელიძის გადაწყვეტილება – ვის რამდენი პროცენტი ერგო რუსთავი ორის
შემდეგი სტატიაგვარამიას პირველი კომენტარი განაჩენის შემდეგ