“მოსამართლემ მერაბიშვილთან დაკავშირებული განაჩენი 66 გვერდიანი განმარტებით გაამყარა”

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით დადებით მხარეებზეცაა საუბარი.

ანგარიშში ECHR-ის ციტირებაა გაკეთებული გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, რომ წინა ხელისუფლებამ, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ აღსრულებულიყო მართლმსაჯულება.

ამავე ანგარიშის მიხედვით, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების განცხადებით, ყოფილი მაღალჩინოსნების გახმაურებულ საქმეებში როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს, პოზიციების თანაბარ პირობებში წარმოდგენის და დაცვის საშუალება ჰქონდა.

“ივანე მერაბიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო რამოდენიმე სისხლის სამართლის საქმეში, მათ შორსი, 2011 წელს მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში. მოსამართლემ თავისი განაჩენი გაამყარა 66 გვერდიანი განმარტებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ციტირებით”,- აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, ყოფილმა მაღალი თანამდებობის პირებმა არ ისარგებლეს უფლებით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განეხილა მათი საქმე.

“ასევე, მთავრობამ მისცა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს იმ პირების სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მონახულების უფლება, რომლებიც საკუთარ თავს პოლიტიკურ პატიმრებად მოიხსენიებენ. ორგანიზაციები ამ საქმიანობას ახორციელებდნენ თავისუფლად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე”, – აღნიშნულია ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმი დროებით დაიკეტა
შემდეგი სტატიაგიორგი კახიანი საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტის მუშაობას ნაყოფიერად აფასებს