ლიტვის ყველაზე დიდი ვებ-პორტალის რედაქცია ევაკუირებულია, “დელფის” ოფისში დილით მთავარი რედაქტორის სახელზე მუქარის წერილი მივიდა, რომელშიც რუსულად ეწერა – “თქვენ იგივე დაგემართებათ, რაც პარიზში მოხდა.”
წერილის ბოლოს ალაჰ აკბარი იყო მიწერილი და კუბო ეხატა. კონვერტში, რომელშიც მუქარის შემცველი წერილი იდო, გაურკვეველი ნივთიერების ფხვნილი ეყარა.
მთელს ბალტიისპირეთში ყველაზე მსხვილმასშტბაინი მედიასაშულების ჟურნალისტებმა მაშინვე გამოიძახეს სამართალდამცველები. ამ დროისთვის ვილნიუსში მთელი შენობა დაცლილია.