მორიგი მიწისძვრა ნეპალში-ბიძგების სიმძლავრე 6 მაგნიტუდას აჭარბებს

მორიგი მიწისძვრა ნეპალში. ბიძგების სიმძლავრემ 6 მაგნიტუდას გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ამერიკულ სეისმოლოგიურ სადგურზე დაყდრნობით ავრცელებს.

ამჯერად მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტი კატმანდუდან 80 კილომეტრში დაფიქსირდა. არიან თუ არა დაშავებულები და გარდაცვლილები ინფორმაცია ამის შესახებ არ ვრცელდება.

სეისმოლოგები ამბობენ, რომ უახლოეს საათებში განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები კვლავ მოსალოდნელია.

ნეპალში 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ დილით მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ ინდოეთში, პაკისტანსა და ბანგლადეშშიც. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 2000-მდე ადამიანია დაღუპული.

banner
წინა სტატიაშიმახათის მთაზე ეკლესიის მშენებლობა 2017 წლის 25 დეკემბერს დასრულდება
შემდეგი სტატიაუკრაინაში დაღუპული ქართველი მეომარი ქაშუეთის ეკლესიიდან გამოასვენეს