მომიტინგეებმა პარლამენტის შენობა დაბლოკეს

მომიტინგეებმა პარლამენტის შენობა დაბლოკეს

მომიტინგეებმა პარლამენტის შენობა დაბლოკესკიშინოვში მომიტინგეებმა პარლამენტის შენობა დაბლოკეს. აქტივისტები ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ვლად ფილატის დაკავებას ითხოვენ, რომელიც მასშტაბურ კორუფციაშია ეჭვმიტანილი.

ფილატი 2009-2013 წლებში მთავრობის ხელმძღვანელ თანამდებობაზე იყო. მან გუშინ დაკარგა დეპუტატის იმუნიტეტი მას შემდეგ, რაც მისი პარტიის წევრებმა პარლამენტი პროტესტის ნიშნად დატოვეს. დარჩენილ დეპუტატთაგან გადაწყვეტილებას 79-მა დაუჭირა მხარი. უკანასკნელი მონაცემებით, ფილატი უკვე მიიყვანეს ანტიკორუფციულ კომიტეტში. თუკი მას ბრალი დაუმტკიცდა, ქვეყნის კანონმდებლობით 15 წელი თავისუფლება აღეკვეთება.

კიშინოვში საპროტესტო აქციები სექტემბრიდან მიმდინარეობს. ისინი პრეზიდენტის და მთავრობის გადადგომას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაში,,როგორც მოკლეს ბადრი პატარკაციშვილი, ასე აპირებენ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციასაც”
შემდეგი სტატიაგამოკითხვა: რისი ეშინიათ ამერიკელებს 2015 წელს