მომავალი კვირის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ინფორმაციით, არამდგრადი ამინდი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, დასავლეთ საქართველოში, დღეს მოსალოდნელია აღმოსავლეთის ძლიერი ქარი.

“რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, არადგრადი ამინდი ცალკეულ რაიონებში, შესაძლებელია, ძლიერი ქარის, ელჭექის ან სეტყვის სახით იყოს. დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსი იქნება, მომდევნო დღეებში კი 30 გრადუსამდე მოიმატებს”, – აცხადებენ სააგენტოში.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი – თინას მინისტრობის გამო, თვალს არაფერზე დავხუჭავ