მოლდოველებმა ,,ისლამისტებს,, ატომური ბომბის შექმნა ჩაუშალეს…

მოლდოვამ თავისი წვლილი შეიტანა ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოს,, შესუსტებაში იმ მხრივ, რომ ამ ქვეყნის სპეცსამსახურებმა ამერიკულ ,,ეფ-ბი-აისთან,, ერთად რამდენიმეჯერ ჩაშალეს ისლამისტებისათვის ,,ბინძური ბომბის,, დასამზადებლად საჭირო ნედლეულის მიყიდვის მცდელობა…

2013 წელს მოლდოვამ და ,,ეფ-ბი-აიმ,, ერთობლივად ჩაშალეს ისლამისტებისათვის დიდი პარტია ურანის გაყიდვის მცდელობა და დამნაშავეები დააკავეს… მსგავსი ოპერაცია ცატარდა 2014 წელსაც, თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი იყო ბოლო სპეცოპერაცია, რომლის დროსაც მოლდოველმა სამართალდამცავებმა რადიაქტიული ცეზიუმ-137 და ფულით გატენილი ავტომობილი დააკავეს, რომელიც ისლამისტების ხელში უნდა გადასულიყო.

მოლდოვური მედიის ცნობით, დამნაშავეები, რომლებიც ,,ბინძური ბომბისათვის,, საჭირო ნედლეულის ისლამისტებისათვის მიყიდვას ცდილობენ, ძირითადად რუსეთიდან არიან და ნედლეულსაც რუსეთის ,,შავ ბაზარზე,, შოულობენ.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშითბილისში, ნარმანიას სახელობის ორმოები მანქანებს ყლაპავს [ფოტო]
შემდეგი სტატიაელიოტ ერვიტის ფოტოები