მოლდოვეთში ახალ არჩეული პრემიერი და მთავრობა გადადგა

გასული თებერვლის თვეში არჩეული მოლდოვეთის პროდასავლური ორიენტაციის პრემიერი კირილ გაბურიჩი საკუთარ მთავრობასთან ერთად გადადგა…
დღეს დილით გაკეთებულ პრესკონფერენციაზე გაბურიჩმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლის გამოც გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.
,,ჩემი ჟესტი არა უკან დახევაა… არამედ არის წინ გადადგმული ნაბიჯი და ვიმედოვნებ, რომ ჩემი გადადგომა პარლამენტს მისცემს საშუალებას ახალი მმართველი უმრავლესობა ჩამოაყალიბოს,, განაცხადა გაბურიჩმა.
აღსანისნავია, რომ პრემიერი გაბურიჩი პარლამენტისაგან პროკურატურის და ეროვნული ბანკისა და ფინანსური ბაზრის ეროვნული კომისიის ხელმძღვანელთა გადადგომას ითხოვდა, რაც არ მოხერხდა და ამის საწინააღმდეგოდ მოლდოვის პროკურატურამ გაბურიჩის წინააღმდეგ საქმე აღძრა და მას ყალბი დიპლომისა ატესტატის გამოყენებაში დასდო ბრალი.
,,ეს არის სიტუაცია, როდესაც პრემიერი არ ფლობს არანაირ ბერკეტებს ქვეყანაში სიტუაციის შეცვლის. მოლდოვა კორუფციის ჭაობში და ღრმა სოციალ-ეკონომიკურ კრიზისშია,, განაცხადა გადამდგარმა პრემიერმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ის რჩება ქვეყანის მოდერნიზაციისათვის საჭირო რეფორმების ერთგული.

banner
წინა სტატიაში„ეროვნული ბანკთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე ხელისუფლებასთან დისკუსიაში ვართ“
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტრო რიგითი გივი სიმონის ძე კირკიტაძის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს