„მოლდავეთი, საქართველო და უკრაინა აღმოსავლეთ ევროპაში ავანგარდში არიან“

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, საქართველომ რიგის სამიტისგან ყველა ის სიკეთე მიიღო, რისი გაცემაც ევროპას შეეძლო.

როგორც ზაქარეიშვილმა განაცხადა, “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში, საქართველომ პროგრესს მიაღწია და ქვეყანამ ის შედეგი აჩვენა, რასაც ხელისუფლება ელოდა.

„რიგის სამიტით ძალიან კაყოფილი ვარ. ჩვენ ზუსტად ის მივიღეთ, რასაც ველოდით. სამწუხაროდ, საზოგადოებაში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ხელმოცარულები არიან და სიტუაციას ვერ მართავენ, მუდმივად უნდათ გარკვეულ პოლიტიკას ჩრდილი მიაყენონ. ეს ასე არ არის. ჩვენ ვნახავთ რომ, უკრაინა და საქართველო ყოველთვის ერთნაირად მოიხსენიება. ეს არ ყოფილა საქართველოს მიმართ მხოლოდ გარკვეული ღონისძიებები. ეს, როგორც წესი, 3 სახელმწიფოზე იყო. ცალსახად აღიარებიულია, რომ მოლდავეთი, საქართველო და უკრაინა აღმოსავლეთ ევროპაში ავანგარდში არიან და ყველა სიკეთე, რაც ევრობას შეუძლია, მათ მისცეს, ამ ეტაპსთვის მიცემულია და პროგრესიც არის“, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“, რიგით მეოთხე სამიტი რიგაში, 21-22 მაისს ჩატარდა.

banner
წინა სტატიაში„მინდა თხოვნით მივმართო საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს ნინა სუბლატს მხარი დაუჭირონ“
შემდეგი სტატიასაგარეო უწყება “აღმოსავლეთ პარტნიორობის” რიგის სამიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს