მოკოვში აშშ-ს საელჩოს თანამშრომელი ცემეს და გაძარცვეს…

მოსკოვის პოლიცია ეძებს დამნაშავეებს, რომელებიც თავს დაესხნენ აშშ-ს საელჩოს თანამშრომელს… წერს რუსული მედია.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელების მიერ საელჩოს თანამშრომელის ცემა და მისთვის ფულადი თანხის წართმევა მოხდა მოსკოვის ცენტრში, კრემლთან ახლოს, ნიკოლსკის 25 ნომერთან ახლოს, მიწისქვეშა გადასასვლელში, სადაც გაზეთ ,,მოსკოვსკი კომსომოლეცის,, ცნობით ,,ფეესბეს,, შენობა დგას და ყოველთვის მრავლადაა პოლიციისა და სპეცსამსახურის წარმომადგენლები.

როგორც რუსული მედია იტყობინება, აშშ-ს საელჩოს თანამშრომელი ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფის წარმომადგენელი იყო… თავდასხმის დროს კი მას საფულე წაართვეს, სადაც  3000 რუსული რუბლი და 60 აშშ დოლარი იდო.

 

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო უწყებებმა სუპერთასის 2 ათას 600 ბილეთი მოითხოვეს
შემდეგი სტატია“სამინისტროების მხრიდან სუპერთასის ბილეთების მოთხოვნაში სენსაციური არაფერია”