მოითხოვს თუ არა უმრავლესობა ქადაგიძის იმპიჩმენტს?

დავით საგანელიძე: პრეზიდენტის ამ გამოსვლას გარკვეული ანალიზი სჭირდება

უმრავლესობა არ გამორიცხავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას, პარლამენტმა, როგორც მმართველი გუნდის დეპუტატები აცხადებენ, უახლოეს პერიოდში გიორგი ქადაგიძე წლიური ანგარიშით წარსდგება კანონმდებლების წინაშე და სწორედ ეს ანგარიში გახდება გადაწყვეტილების საფუძველი.

„შეიძლება ისეთი გმირული ნაბიჯები გადადგას ეროვნულმა ბანკმა, რომ პირიქით, მადლობა გადავუხადოთ; შეიძლება ისე გაუხდეს საქმე, რომ მოსასვლელი პირიც არ ჰქონდეს. წლიური ანგარიშის მიხედვით, იმის მიხედვით თუ ესა თუ ის უწყება როგორ მუშაობდა და რა შედეგები იქნა მიღებული, გადაწყვეტილებაც ამის მიხედვით იქნება მიღებული.; ფაქტი ერთია, რომ დღევანდელ სიტუაციაში ერთ-ერთი ფაქტორი არსებობს ეროვნული ბანკის უნიათო საქმიანობა,“ – აცხადებს უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე.

უმრავლესობის წევრები ასევე იზიარებენ ბიძინა ივანიშვილის შეფასებებს ეროვნული ბანკის საქმიანობის შესახებ და მიაჩნიათ, რომ დროულად არ გატარდა შესაბამისი ღონისძიებები ლარის კურსის გაუფასურების თავიდან ასაცილებლად.

„ამას ყველაფერს სჭირდება მყისიერი ქმედებების გატარება, სამწუხაროდ მყისიერი ქმედებების გატარება არ მოხდა. კარგია, რომ მთავრობასთან ერთად უფრო აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. არის ნიშნები იმისა, რომ სპეციალურად ხდება პანიკის თესვა – რიგგარეშე სხდომის მოწვევა, მთავრობის დაბარება პარლამენტში. ეს აჟიოტაჟი ემსახურება იმას, რომ უფრო მეტად დაზარალდეს ლარი,“ – განაცხადა უმრავლესობის წევრმა, ზურაბ ტყემალაძემ.

banner
წინა სტატიაშისენსაციური აღმოჩენა–აღმოჩენილია ძალიან დიდი ზომის შავი ხვრელი, რომელიც 12 მილიარდჯერ დიდია მზეზე
შემდეგი სტატიასაბერძნეთში საზღვაო კატასტროფაში გადარჩენილებს შორის ერთი ქართველია