“მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცენ რუსეთის ამ დესტრუქციულ ქმედებებს”

გაეროში ერთი დელაგაცია გაემგზავრება და ასამბლეაზე სიტყვით ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, რუსეთის მიერ საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ არის მიმართული.
ამის შესახებ თამარ ბერუჩაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ეუთო-ს გენერალურ მდივან, ლამბერტო ზანიერისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“რეგიონსა და საქართველოში, დღევანდელი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამოწვევების ფონზე, ეუთო-ს აქტიურობის, მისი ყველა მექანიზმის გამოყენებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ჩვენთვის.
შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების პროცესზე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთს მიერ საოკუაპაციო რეჟიმებთან გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებების ხელმოწერას. მე კიდვე ერთხელ აღვნიშნე, რომ რუსეთის ეს ქმედება სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს. საქართველოს ოკუპირებული რეგიონები საერთაშორისო სამართლის სუბიექტებს არ წარმოადგენენ. შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა, დაიდოს მათთან რაიმე ხელშეკრულება, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და ამას არ გააჩნია იურიდიული ძალა. ეს მიდგომა გაზიარებულია ჩვენი პარტნიორების მხრიდან”, -განაცხადა ბერუჩაშვილმა.
მისივე თქმით, ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმება მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ და წარმოადგენს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს.
“ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის ეუთო-ს, შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცენ რუსეთის ამ დესტრუქციულ ქმედებებს და სათანადო ზეწოლა განახორციელონ რუსეთზე”, – აღნიშნა ბერუჩაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიაპონელებმა შექმნეს კბილის პასტა, რომელიც თან კბილებს პლომბავს
შემდეგი სტატიაეკა ბესელიას განცხადებით, ხარჯების დაზოგვის მიზნით, ქუთაისის პარლამენტი უნდა დაიხუროს