ნოდარ ხადური: გასულ კვირაშიც ვთქვი, რომ ლარი დაიწყებდა გამყარებას და ეს ასეც მოხდა

სავლუტო ფონდი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, ლარის კურსზე სერიოზული ზეგავლენა იმ პროცესებმა იქონია, რომელიც საქართველოს სამეზობლოში ჩამოყალიბდა.

მინისტრის თქმით დოლარის გადინება შემცირდა, შემოდინება კი ოდნავ გაიზარდა, რაც ეროვნულ ვალუტაზეც აისახა.

“მე გასულ კვირაშიც ვთქვი, რომ ყველა ეკონომიკური პარამეტრები ადასტურებდა, რომ ლარი იყო პიკზე ასული, ის დაიწყებდა გამყარებას და ეს ასეც მოხდა. გადინება შემცირდა დოლარის და შემოდინება ოდნავ, მაგრამ გაზრდილია და კიდევ უფრო გაიზრდება, მათ შორის არ მხოლოდ ტურიზმიდან. ეკონომიკის მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება ტურიზმთან დაკავშირებით, ჩვენ საკმაოდ სერიოზულ ინვესტიციებს ველოდებით. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ საქართველოზე გასული წლის ბოლოდან და განსაკუთრებით წლის დასაწყისში, სერიოზული ზეგავლენა იქონია პროცესებმა, რომელიც საქართველოს სამეზობლოში ჩამოყალიბდა. იყო ფაქტორები, რომლებმაც გამოიწვია გაცვლითი კურსის გაუარესება. ჩვენ გუშინ სამუშაო რეჟიმში შევხვდით ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. თქვეს, რომ საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტი პარლამენტში არის კომიტეტი, რომელიც კურირებს როგორც ფისკალურ, ისე მონეტარულ პოლიტიკას, ანუ როგორც ბიუჯეტს, ასევე ეროვნული ბანკის საქმიანობას“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი რიგაში ანგელა მერკელს შეხვდება
შემდეგი სტატიალევან ბერძენიშვი: ,,ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ,,