“მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ წუწუნი და გააგრძელოთ ბრძოლა”

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, საქართველოს შეუძლია ნატო-ს წევრი გახდეს, თუმცა, ახლა საჭიროა ხალხს მეტი ინფორმაცია ჰქონდეს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ.

საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ლინკევიჩუსმა აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ოპოზიციის და ხელისუფლების ბრძოლაში ბევრი დრო იკარგება, რაც არც თუ ისე კარგი მესიჯია.
“საქართველოს შეუძლია ნატო-ს წევრი გახდეს, უბრალოდ ახლა საჭიროა ხალხს მეტი ინფორმაცია მიაწოდოთ ალიანსისა და ევროკავშირის შესახებ. ჩვენ თქვენ გვჭირდებით ევროპულ ოჯახში, ჩვენ კარგად გვესმის საქართველოსი. ჩემი აზრით, ოპოზიციის და ხელისუფლების ბრძოლაში ბევრი დრო იკარგება, რაც არც თუ ისე კარგი მესიჯია. არ არის აუცილებელი ოპოზიციის წარმომადგენლები ციხეში გამოკეტოთ, შეგიძლიათ უფრო დამაჯერებლად და ნაკლებად უმტკივნეულოდ იმუშაოთ. მჯერა, საქართველო ისწავლის ჩვენი მაგალითებიდან. მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ წუწუნი და გააგრძელოთ ბრძოლა, მითუმეტეს, თქვენ უკვე გაქვთ ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი და ყველა ბერკეტი და დაპირება. მართალია ამბობენ, რომ ზოგი ეჭვის თვალით უყურებს ნატო-ში გაწევრიანებას, მაგრამ ეს ეჭვები თქვენ უნდა გააქარწყლოთ. რაც შეხება ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის შესახებ რუსეთის განცხადებას, ამას ყურადღება არ მიაქციოთ. ისინი ადანაშაულებენ სხვას იმაში, რასაც თავად აკეთებენ სხვის მიწაზე. ამის საუკეთესო მაგალითია უკრაინა. მთავარია, პროვოკაციას არ წამოეგოთ და გააგრძელოთ ბრძოლა”,- განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
banner
წინა სტატიაშიილია კილაძის სიუჟეტი ტექნიკური უნივერსიტეტის შახტა-ლაბორატორიაზე
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა