„მნიშვნელოვანია, რომ ვერეს ხეობის ახლებურ დაგეგმარებაში ექსპერტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ“

ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ვერეს ხეობის ახლებურ დაგეგმვასთან დაკავშირებით, დღეს პრემიერ-მინისტრთან პირველი შეხვედრა გაიმართება.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ვერეს ხეობის ახლებურ დაგეგმარებაში ექსპერტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ და დადგინდეს, თუ რამ გამოიწვია ამხელა ზარალი.

„დღეს იქნება პრემიერთან პირველი შეხვედრა ამასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩართული იყვნენ ექსპერტები და ეს ასეც იქნება. შესაბამისად, უნდა მოხდეს დადგენა, თუ რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. რაც შეხება იმ პროექტს, რომელიც იყო განხორციელებული, ჩვენ უნდა გავიგოთ, რამდენად სწორად იყო განხორციელებული აღნიშნული პროექტი“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა, რომ ვაკე-საბურთალოს ახალი გზა აღარ გაიხსნას, კალაძე აცხადებს, რომ ამის თაობაზე დასკვნებს ექსპერტები დადებენ და ეს პროცესი სრულიად გამჭვირვალე იქნება.

banner
წინა სტატიაში,, როგორც დღეს დამარცხდა უსამართლობა, ისე დავამარცხებთ ამ ხელისუფლებას,,
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი სტიქიით დაზარალებულ ბავშვებს ოდესაში დასვენებას სთავაზობს