მოსკოვში კრიმინალური ავტორიტეტები დაიჭირეს, მათ შორის ქართველი

მოსკოვში კრიმინალური ავტორიტეტები დაიჭირეს, მათ შორის ქართველი

მოსკოვში კრიმინალური ავტორიტეტები დაიჭირეს, მათ შორის ქართველიმოსკოვის ერთ-ერთ გასართობ ცენტრში მთავარი სამძებრო- სამმართველოს ოპერატიულმა თანამშრომლებმა სპეცრაზმის დახმარებით კრიმინალური ავტორიტეტები დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის შს სამინისტრო ავრცელებს.
“დაკავებულთა შორის სამი ე.წ. “კანონიერი ქურდია””, მათ შორის ტკაჩი, ნოდარი და კუსო, ასევე ოთხი დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერია, რომლებიც ალტაის მხარეში ცხოვრობენ – ნათქვამია განცხადებაში.
პოლიციის მონაცემებით, შეკრების მონაწილეებს ალტაიში გავლენის სფეროები უნდა გადაენაწილებინათ. ახლა მათი შემოწმება მიმდინარეობს კონკრეტულ დანაშაულებებთან მიმართებაში.

შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს რუსეთის შს სამინისტრომ ასევე დააკავა კრიმინალური ავტორიტეტი გურამ ტაშკენტელი, 10 ივნისს კი დედაქალაქის პოლიციამ ე.ქ. “ქურდების შეკრებაზე” მარატ და ირაკლი სუხუმსკები დაიჭირა.

banner
წინა სტატიაშიიაპონიაში ტაიფუნს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიასემეკმა “თელასს” ელექტროენერგიის სავარაუდო შესყიდვის ფასი 11,173 თეთრი კვტ.სთ-ზე განუსაზღვრა