მმართველ გუნდში კოალიციაში მოსალოდნელ ცვლილებებს არ გამორიცხავენ

„ქართული ოცნების“ დელეგაცია ბუდაპეშტში ევროპის სოციალისტური პარტიის მე-10 ყრილობას დაესწრება

მმართველი გუნდის ნაწილი კოალიციაში მოსალოდნელ ცვლილებებს არ გამორიცხავს. ამის მიზეზი კი შესაძლოა, შეუთანხმებელი პოზიციები გახდეს, რომელიც გუნდში განხილვის გარეშე საჯაროვდება და პრემიერიც უკმაყოფილო რჩება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, უმჯობესი იქნება კოალიციაში შემავალმა პოლიტიკურმა ძალებმა, მმართველ გუნდთან შეთახმებული კომენტარები გააკეთონ.

“პოლიტიკურ პროცესს უფრო მეტად უხდება შეჯერებული და კოორდინირებული განცხადებების გაკეთება. თუ შეხედულებები განსხვავდება პრინციპულ საკითხზე, პოლიტიკური ერთობის შიგნით დადგება საკითხი, როგორც თავისუფალი დემოკრატების შემთხვევაში მოხდა.” – აცხადებს ეკა ბესელია

მმართველ გუნდში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის სხვა წევრით ჩანაცვლებას გამორიცხავენ.

“ვფიქრობ, რომ ფრაქციის ხელმძღვანელის თანამდებობა საკმაოდ მაღალი პოსტია, მაგრამ არანაირად არ უკავშირდება უმრავლესობის ლიდერის, დათო საგანელიძის გადადგომის საკითხს,”- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიმანჰეტენში აფეთქების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა+ფოტო
შემდეგი სტატიაშეცვლის თუ არა ძიების მიმართულებას ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეში გამოჩენილი ახალი მოწმე?