,,მმართველი გუნდის წევრები საქმეებს როცა იგებდნენ, მაშინ არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული საკონსტიტუციო”?!

ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები გახშირდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს შეხვდა. განსახილველი საკითხები იყო საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, მათ შორის ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოსთვის მუშაობის შეჩერების საკითხი.

როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის სარჩელის საფუძველზე, შეაჩერა ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა.

გიორგი პაპუაშვილმა მოუწოდა პოლიტიკოსებს, რომ პოლიტიკური შეფასებებისგან თავი შეიკავონ.

„პოლიტიკოსები თავისუფალი არიან თავიანთ გამონათქვამებში, ამიტომ ამ დებატებში არ შევალ. საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველი გუნდის წარმომადგენლები ხშირად მიდიოდნენ, საქმეებსაც იგებდნენ და მაშინ არ იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული, ახლა გახდა,“ – აცხადებს გიორგი პაპუაშვილი.

მისივე განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ კონსტიტუციიდან და კანონიდან გამომდინარე.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ევროკავშირის მონიტორინგის წევრებთან პერმანენტული შეხვედრები ექნება. მონიტორინგის წევრები, საკუთარ მოხსენებას სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მოამზადებენ.

banner
წინა სტატიაში“როდესაც ხელისუფლება ქმნის კანონებს, გაითვალისწინოს, რომ ის არ ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას“
შემდეგი სტატიააკაკი წერეთლის ძეგლი დაზიანდა