მიხეილ ძაძამია: ჩემი იქ არყოფნა განპირობებული იყო ზურაბ ჟვანიას დაჟინებული თხოვნით

ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრი მიხეილ ძაძამია დღეს საქალაქო სასამართლოში საქმის იმ დეტალებზე საუბრობდა, რომელზეც მას აქამდე არასდროს უსაუბრია. სკანდალური ჩვენებაში ძაძამიამ განაცხადა, რომ ის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ადგილზე თავად ჟვანიას დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე არ იმყოფებოდა.

“ზურაბ ჟვანია იყო არა მარტო ჩემი დასაცავი, არამედ ჩემი ოჯახის წევრი. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით მისი გულისათვის ნებისმიერ წუთს გაგვეღო სიცოცხლე. პროკურატურის ბრალდებაზე, რატომ დარჩა ზურაბ ჟვანია მარტო კონსპირაციულ ბინაში, მე ძალიან მინდოდა, რომ იქ ვყოფილიყავი მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ განა იქ ჩემი ყოფნით რამე შეიცვლებოდა? დაცვის თანამშრომელი წინ აღუდგებოდა გაზით გაგუდვას? ჩემი იქ არყოფნა განპირობებული იყო ზურაბ ჟვანიას დაჟინებული თხოვნით, რომ მე იქ არ უნდა ვყოფილიყავი,” – აცხადებს მიხეილ ძაძამია.

ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრი ამბობს, რომ საქმის ბევრ მნიშვნელოვან დეტალზე მომავალში ჩანიშნულ სასამართლო პროცესებზე ისაუბრებს.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: რეგლამენტიდან ,,ოჯახური მდგომარეობის” ამოღებას პოლიტიკური ელფერი არ უნდა მივცეთ
შემდეგი სტატიასასამართლო კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას საქმის განხილვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს