მიხეილ სააკაშვილმა საქართველოზე გაბრაზებულმა განაცხადა ოდესის გუბერნატორობაზე თანხმობა

უკრაინის პროკურატურაში მუშაობას უახლოეს პერიოდში იურისტი გიზო უგულავა დაიწყებს.

უკრაინის პროკურატურაში მუშაობას უახლოეს პერიოდში იურისტი გიზო უგულავა დაიწყებს.საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანხმობა, ოდესის მხარის გუბერნატორობაზე ნიშნავს, რომ მან საქართველოს მოქალაქეობაზე უარი განაცხადა. თბილისში ამბობენ, რომ ექს-პრეზიდენტი საბოლოოდ გულგატეხილია თავის პარტიაზე მას შემდეგ, რაც პარტიის რიგები რამდენიმე ლიდერმა დატოვა სააკაშვილთან უთანხმოების გამო – წერს რუსული კომერსანტი. ამასთანავე, საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ, კიევის სენსაციური გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობას არ შეცვლის, თუმცა, თბილისი ისევ მოითხოვს ექს-პრეზიდენტის ექსტრადირებას.
სააკაშვილის ახალ პოსტს საქართველოში “ქართული ოცნების” წევრი და ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე გამოეხმაურა. შეკითხვაზე, სააკაშვილის დანიშვნას შეუძლია თუ არა კიევთან ურთიერთობის გაფუჭება, კობახიძე პასუხობს, რომ უკრაინა საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და ასევე საქართველოს პარტნიორი “აღმოსავლეთ თანამშრომლობის” ფარგლებში, და საქართველოს ხელისუფლება “უკრაინასთან სააკაშვილის და მისი გუნდის გამო ურთიერთობის გაფუჭებას არ აპირებს.”
გაზეთი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ სააკაშვილმა შემოთავაზება ათი დღის წინ პრემიერ-მინისტრისგან მიიღო, მაგრამ პასუხს აჭიანურებდა, რადგანაც თანხმობა საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას ნიშნავდა. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა კი არა ერთხელ განაცხადა, რომ ქართული პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს.
თუმცა, 28 მაისს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”მომხდარმა განხეთქილებამ მას გადაწყვეტილება მიაღებინა. საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ ის საქართველოში პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელიც ვეღარ იქნება, რადგანაც ქვეყნის კანონმდებლობით ეს აკრძალულია. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ მალავს, რომ განხეთქილების ერთ-ერთი მიზეზი პრეზიდენტისგან გამიჯვნა იყო და მათ გადაწყვიტეს “კარების მიხურვა” მას შემდეგ, რაც პარტიის თავმჯდომარის შეცვლაზე უარი მიიღეს, რაზეც პრეტენზია ჰქონდა ზურაბ ჯაფარიძეს, ერთ-ერთ მათგანს, რომელმაც პარტია რამდენიმე დღის წინ დატოვა.
სააკაშვილის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა ნიშნავს,რომ ის საბოლოოდ მიდის ქართული პოლიტიკიდან, რადგანაც საქართველოს მოქალაქეობის ხელახლა აღდგენა ბევრ სირთულეებთან არის დაკავშირებული – წერს სტატიის ავტორი გიორგი დვალი.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” კვლავ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მოითხოვს
შემდეგი სტატიანიკა რურუა “ნაციონალური მოძრაობიდან” წამოსულ დეპუტატებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს