მიხეილ სააკაშვილი: ჩემი ხელფასი ოდესაში დანიშვნამდე, დაახლოებით 200 000 დოლარს შეადგენდა

misha

მიხეილ სააკაშვილს ოდესის გუბერნატორის პოსტის დაკავებამდე წელიწადში 200 000 დოლარამდე ანაზღაურება ჰქონდა. ამის შესახებ თავად სააკაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.

“მათ, ვისაც აინტერესებს ჩემი ხელფასი ოდესაში დანიშვნამდე, დაახლოებით 200 000 დოლარს შეადგენდა. ამას ემატებოდა ლექციებით და საჯარო გამოსვლებით გამომუშავებული თანხა. მე და ჩემი მეგობრები საჯარო სამსახურში ფულის გამო არ მოვსულვართ. ზოგადად, საჯარო სამსახური ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს ექსპრეზიდენტი “ფეისბუქზე” ცნობასაც აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მისი წლიური შემოსავალი ვაშინგტონში მდებარე “ლიდერობის ახალ საერთაშორისო ინსტიტუტში” 198 000 დოლარს შეადგენდა. აღნიშნული დოკუმენტი 2015 წლის 15 მაისსაა გაცემული.

“ლიდერობის ახალი საერთაშორისო ინსტიტუტი” წელს შეიქმნა. როგორც ინსტიტუტის ვებგვერდზე წერია, მის მიზანს “ლიდერების ახალი თაობის მომზადება” წარმოადგენს. მიხეილ სააკაშვილი კი აღნიშნული სასწავლებლის საბჭოს თავმჯდომარე იყო. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მაისის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ოდესის გუბერნატორად დანიშნა. მას უკრაინის მოქალაქეობაც მიენიჭა.

banner
წინა სტატიაშისუპერთასის ბილეთები შესაძლოა სალაროებშიც გაიყიდოს
შემდეგი სტატია“დაახლოებით მილიარდი-მილიარდ ასი მილიონი დოლარის ინვესტიცია იქნება საჭირო იმისთვის, რომ უახლოეს ხანში საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილი ერთმანეთს ჩქაროსნული ავტომაგისტრალით შეუერთდეს”