მიხეილ სააკაშვილი უკრაინელ მაღალჩინოსნებში შეშფოთებას იწვევს

აშშ-მ სააკაშვილს ოდესაში დახმარების გაწევა აღუთქვა

სააკაშვილი: ოდესა ქართველმა ქურდებმა დატოვესმიხეილ სააკაშვილი აქტიურად შეუდგა ინოვაციური პროექტების ოდესის გუბერნიაში განხორციელებას. ფაქტორბივად, მან ოდესის პროკურორების კორპუსს “თავზარი დასცა” და ასწავლა როგორ უნდა იმუშაონ – ამის შესახებ ბალტიისპირეთის გამოცემა BALTNEWS წერს და მკითხველს უკრაინული მედიაში გაშუქებულ ფაქტებს სთავაზობს.

ივანო-ფრანკოვშინის პროკურორმა იგორ ნასტიაკმა მიხეილ სააკაშვილის მეთოდების მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა. მან თქვა, რომ შეუძლებელია პროკურორებს ელაპარაკო ისე, როგორც ამას გუბერნატორი აკეთებს და მოულოდნელად წამოსცდა “ჩემი გუბერნატორი ჩემს გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს” და ის მაშინათვე მოხსნეს.

კიევში სახელმწიფო ავიასამსახურუს კომისიის სხდომაზე სააკაშვილმა უწყების ხელმძღვანელს დენის ანტონიუკს უყვირა. პასუხად ანტონიუკმა უპასუხა, რომ სააკაშვილი იქ ძვრება, სადაც მისი ადგილი არ არის, ამასთანავე, ის მხოლოდ სიტყვებით არ დაკმაყოფილებულა და მიშიკოზე გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. ამის შემდეგ დენის ანტონიუკი სამსახურიდან გაანთავისუფლეს.

“ანტონიუკი ცნობილი ლიტერატურული გმირი პანიკოვსკივითაა, მილიონს ითხოვს ჩემგან” – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს.

უნდა აღინიშნოს, რომ სააკაშვილის პოზიციებთან ერთად სააკაშვილის მუშაობის სტილიც იცვლება – წერს გამოცემა. მათივე ინფორმაციით სააკაშვილის მოადგილედ შესაძლებელია პიორტ პოროშენკოს მეგობარი დაინიშნოს, სხვათა შორის, როგორც პოროშენკოს, ასევე სააკაშვილის მეგობარი სტუდენტობიდან – ვლადიმირ ჟმაკი. პროგნოზით, ჟმაკი ივლისის ბოლოს დაიკავებს თანამდებობას – ასე დაასკვნეს ჟურნალისტებმა პოროშენკოს ოდესაში ვიზიტის შემდეგ. ოდესასთან კონსულტაციების შემდეგ ის ჟმაკს წარადგენს როგორც თავის მეგობარს და “ავღანელს”.
ამასთანავე, მედიაში გაჩნდა აზრი, რომ ჟმაკს შესაძლებელია ნიშნავენ არა სააკაშვილის დამხმარედ, არამედ, საკონტროლოდ. “ძლიერი და წარმატებული მიშიკო გუბერნატორის პოსტზე არავის უნდა, მით უმეტეს – სუსტ პრეზიდენტს” – წერს გამოცემა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთმა ქურდისტანთან ვაჭრობაში ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა
შემდეგი სტატიაპუტინი ამერიკული დაზვერვის სამსახურების ობიექტში