მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ავიაციის სამსახურის ხელმძღვანელს დაუპირისპირდა

უკრაინის ავიაციის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ჩამოშორების მიზეზი მიხეილ სააკაშვილის ბრალდებები გახდა.

ოდესის ოლქის გუბერნატორთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ პეტრე პოროშენკომ გამოძიებას უწყების ხელმძღვანელის, დენის ანტონიუკის, საქმიანობის შესწავლა დაავალა.

მიხეილ სააკაშვილმა ავიაციის სამსახურის ხელმძღვანელი უწყების სპეციალური კომისიის სხდომაზე მკაცრად გააკრიტიკა. გუბერნატორმა ანტონიუკი კორუფციაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მან სახელმწიფო სამსახური ოლიგარქიულ ინტერესებზე გაყიდა.

“მსოფლიო ბაზრის განსაზღვრული წესებია – თუ არსებობს კონკურენცია, მაშინ მომხმარებელი იგებს. არ არის კონკურენცია – მომხმარებელი აგებს. მე მაინტერესებს, რომ ხალხი მგზავრობდეს რაც შეიძლება იაფად. იქ, სადაც ყველა რეისი ერთ კომპანიას ერგება, ხალხს იაფად მგზავრობა არ შეუძლია. თქვენ თქვენი გადაწყვეტილებით მიგვიყვანთ იქამდე, რომ ოდესაში ოჯერ და სამჯერ ნაკლები ტურისტი ჩამოვა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილებები კორუფციული კავშირებით კონკრეტული მონოპოლისტების მიერ არის ნაკარნახევი,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” კონდიციონერის ჩართვაზე სანქციებს ამკაცრებს
შემდეგი სტატიააშშ-ის საზღვაო ძალების ნაღმოსანი „ლაბუნი“ ბათუმის პორტში შემოვა