მიხეილ სააკაშვილი – საქართველო არ უნდა იყოს პატარა სოფელი, როგორც ამას მოგვიწოდებენ

რას წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ

saakaსაქართველო არ უნდა იყოს პატარა სოფელი, როგორც ამას მოგვიწოდებენ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომელმაც თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს ბრიუსელიდან მიმართა.
როგორც ქვეყნის ყოფილმა პირველმა პირმა განმარტა, ჩვენ ვართ ძალიან საამაყო, განსაკუთრებული, ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანა, რომელიც იყო დიდი რეგიონალური მოთამაშე და აუცილებლად გახდება მსოფლიო მასშტაბის სუბიექტი.
“სიმართლე არის ის, რომ საქართველო არ უნდა იყოს პატარა სოფელი, როგორც ამას მოგვიწოდებენ. ჩვენ ვართ ძალიან საამაყო, განსაკუთრებული, ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანა, რომელიც იყო დიდი რეგიონალური მოთამაშე და აუცილებლად გახდება მსოფლიო მასშტაბის სუბიექტი.
სიმართლე არის ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვეკიდოთ გაგებით კრიმინალის ზრდას და კრიმინალის თარეშს. სიმართლე არის ის, რომ ნათესაობით, მეგობრობით, ძმაკაცობით და კორუფციით არ უნდა ინიშნებოდნენ ხალხი მთავრობაში და სხვა ადგილებზე. ჩვენ ყველა ადამიანს უნდა გაეხსნას გზა მისი ნიჭის და უნარების მიხედვით და არა ვიღაცის მამებს, დედებს, ბიძაშვილებს, შვილებს, არა ისე, როგორც დღეს არის – ჩაწყობით. ეს არის სისტემა, რომელიც მეგონა ერთხელ და სამუდამოდ მოვიშორეთ.
სიმართლეა ის, რომ არანაირი ალტერნატივა არ არსებობს ევროპული კურსის თავისი ყველა ხარვეზის მიუხედავად და ვირეშმაკობით და აქეთ-იქეთ თამაშით, საქართველომ, შეიძლება მხოლოდ წააგოს.
სიმართლე არის ის და ამას ვერანაირი ფილმები და ბავშვების კინოთეატრებში ტარება ვერ შეცვლის, რომ ივანიშვილამდე, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველო არა თუ არ ინგრეოდა, არამედ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. დღეს კი საქართველო ინგრევა და ეს ნგრევა უნდა შეჩერდეს და ყველაზე უტყუარი სიმართლე არის ის, რომ საქართველოს ნამდვილად შეუძლია წინსვლა, რადგან ბევრად მეტი გამოცდილება გვაქვს ვიდრე ადრე”, – აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიირმა ნადირაშვილი – დიდება საქართველოს, ჯაყო ივანიშვილის გარეშე
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – საქართველოს უფსკრულისკენ ერთი რუსი ოლიგარქი მიაქანებს