მიხეილ სააკაშვილი: პუტინი ნამდვილი ბულდოგია ომში

რას წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ

უკრაინის აღმოსავლეთით მიმდინარე კონფლიქტი ძალიან მაგონებს აფხაზეთის კონფლიქტს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეკომპანია “ესპრესო ტვ”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“მაშინაც აფხაზეთში მონაწილეობდნენ ჩრდილოეთ კავკასიური ფორმირებები, და ზუსტად ასევე არარეგულარული ფორმირებები ეხმარებოდნენ რუსეთის რეგულარულ ფორმირებებს. აფხაზეთში ყოველ ჯერზე არღვევდნენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს. შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე კი, ახალი ტერიტორიების მიტაცებისთვის იყენებდნენ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, პუტინი ნამდვილი ბულდოგია ომში. ბულდოგმა ან უნდა გიკიბინოს ან მას უნდა უკბინო, სხვა შემთხვევაში ის არ გაჩერდება.

“ამ შემთხვევაშიც, პუტინთან რაიმე სახის მოლაპარაკებებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირა ხდება დონეცკში?
შემდეგი სტატიალევან ვარდოსანიძე: ოთარ მეღვინეთუხუცესის მტრობა ჩემთვის გაუგებარია