მიხეილ სააკაშვილი–პუტინის მთავარი მოკავშირეები არიან ის ჩინოვნიკები ვინც ქრთამს იღებენ

ბებიაჩემი მზია წერეთელი

პუტინის მთავარი მოკავშირეები არიან ის ჩინოვნიკები ვინც ქრთამს იღებენШустер live-ის პირდაპირ ეთერში სიტყვით გამოსვლისას, სადაც ოდესაში მიხეილ სააკაშვილის მიერ წამოწყებული კორუფციის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს განიხილავდნენ, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ რეფორმების გარეშე რუსულ სამყაროს თავს ვერც უკრაინა და ვერც საქართველო ვერ დააღწევენ.

“ჩვენ ომში ვართ! ჩვენ უკრაინის გადარჩენას, მხოლოდ მაშინ შევძლებთ თუ ე.წ. “რუსული სამყაროს” მთავარი ნიშიდან “კორუფციისგან” დავაღწევთ თავს. ანუ, ვინ არის ვლადიმერ პუტინის მთავარი მოკავშირე? პუტინის მთავარი მოკავშირეები არიან ის ჩინოვნიკები ვინც ქრთამს იღებენ. ეს ის სამართალდამცავები არიან ვინც იმის ნაცვლად, რომ ბანდიტიზმს, ტერორიზმს და სხვა მავნე გამოვლინებებს ებრძოლონ, თავად არიან კონტრაბანდით დაკავებულები. ესენი ყველანი პუტინის მოკავშირეები არიან! ამიტომ საჭიროა ახალი ხალხი, ახალი იდეები, ახალი მიდგომები და რადიკალური გადაწყვეტილებები!”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუბედური შემთხვევა ბათუმში
შემდეგი სტატია“მე ნახევრად მეგრელი ვარ,იქ ერთი ასეთი ტრადიცია აქვთ: ხელფეხს არც ისე მჭიდროდ შეგიკრავენ და გაგდებენ ღრმა წყალში, თან გეუბნებიან: „გაცურე!“