მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად ოფიციალურად დაინიშნა

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტმა ოდესის გუბერნატორად ოფიციალურად დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

წარდგენის ცერემონიალს, რომელიც ოდესის ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა, თავად სააკაშვილიც ესწრებოდა. ამ დრომდე ოდესის გუბერნატორის პოსტს იგორ პალიცა იკავებდა, რომელიც გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გადააყენა. ამის მიზეზები უცნობია.
რაც შეეხება სააკაშვილს, ინფორმაცია მისი დანიშვნის შესახებ გუშინ გავრცელდა, თუმცა, მოგვიანებით, პოროშენკოს ადმინიტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იმ დროისთვის მხოლოდ კანდიდატურა იყო წარდგენილი. მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი არის საერთაშორისო საკითხებში.

banner
წინა სტატიაშიდავით საგანელიძე: ოდესის მოსახლეობას ვუთანაგრძნობ
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: თქვენმა პროფესიონალიზმმა, სახელმწიფოსა და საქმისადმი ერთგულებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა