მიხეილ სააკაშვილი – ივანიშვილი ახლოსაა ძალაუფლების დაკარგვასთან

სააკაშვილმა ადეიშვილის ოდესის

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის ინიციატივა, რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, ვლადიმერ პუტინის სიგნალია.

როგორც უკრაინული გამოცემა “გორდონი” წერს, ეს განცხადება ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. “თიბილოვის განცხადება პუტინის სიგნალია, რომ თუ ჩვენ ხელისუფლებაში დავბრუნდებით, რუსეთი, ყირიმის მსგავსად სამხრეთ ოსეთის ანექსიას მოახდენს და ომს დაიწყებს. თუმცა, პუტინს ახლა ამის შესაძლებლობა არ აქვს, რადგან სირიაში მეტისმეტად გაიჭედა”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი მოსაზრებით, ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას კარგავს. “პუტინის დანიშნული პირი საქართველოში – ივანიშვილი ახლოსაა ძალაუფლების დაკარგვასთან. ყველა გამოკითხვის მიხედვით, ჩემი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დამაჯერებლად ლიდერობს და ივანიშვილის პარტიას 4%-ით უსწრებს წინ”, – განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი თაობის” აქტივისტებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის შეკამათება მოხდა
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე – ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ორივე ძალა წავიდეს