მიხეილ სააკაშვილი განმარტავს, რატომ დათანხმდა ოდესის გუბერნატორობას

უკრაინის პროკურატურაში მუშაობას უახლოეს პერიოდში იურისტი გიზო უგულავა დაიწყებს.

ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი განმარტავს, რატომ მიიღო გადაწყვეტილება ამ თანამდებობას დათანხმებოდა. “საცოდაობაა იმის ყურება, რას დაამსგავსეს რეგიონი, გზები და ა.შ. მაგრამ ათწლეულობით დანგრეულის ერთ-ორ თვეში აღდგენა შეუძლებელია. ყველა მაფრთხილებდა, რომ ეს უკიდურესად სარისკო საქმეა, რომ აქ ყაჩაღობაა, რომ კისერს მოიტეხ და სწორედ ამიტომაც დავთანხმდი”, – განუცხადა ჟურნალისტებს სააკაშვილმა.
მისი თქმით, აპირებს ადმინისტრაციის შენობაში ურნა განათავსოს პირადად მის სახელზე მოქალაქეთა მიმართვებისთვის და განახორციელოს საოლქო ადმინისტრაციის ვებგვერდის მოდერნიზება. სააკაშვილი ასევე, აპირებს რეგიონის ხელმძღვანელობა მთლიანად განაახლოს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ჯოზეფ ბაიდენს შვილის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს
შემდეგი სტატიაGWP ბაგების სატუმბო სადგურსა და წავკისის რეზერვუარზე ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას გეგმავს