მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეობის პირობებში, პროკურატურას სამართლებრივი მოქმედებები არ ეზღუდება

beseliaმიხეილ სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეობის პირობებში, პროკურატურას სამართლებრივი მოქმედებები არ ეზღუდება, – ამის შესახებ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, უკრაინის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მიმართ კონსტიტუციური პროცედურები ამოქმედდება.
“კონსტიტუციაში მოქალაქეობასთან დაკავშირებით ძალიან ნათლად წერია. ასე, რომ შესაბამისი უწყებები, ვისაც ევალება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, ისინი იმოქმედებენ. პროკურატურას არ ეზღუდება სამართლებრივი მოქმედებები”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე განმარტებით, პროკურატურას არ ეზღუდება სამართლებრივი მოქმედებები იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთმევა.
საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დღეს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტმა ოდესის გუბერნატორად დანიშნა.

banner
წინა სტატიაშიალასანია: ქართველ კაცს, სადაც არ უნდა იყოს, მინდა, წარმატებები ვუსურვო
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის პირველი განცხადება ოდესის გუბერნატორის რანგში